ირაკლი ბაზაძე
ირაკლი ბაზაძე SOS ბავშვთა სოფელ ქუთაისში 8 წელია ცხოვრობს.
სახვით ხელოვნებასთან ერთად ირაკლი ბაზაძე დაინტერესებულია ალპინიზმით. ის ვარჯიშობს კლდეზე ცოცვის სპორტულ კლუბში, მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა დონის შეჯიბრებში, მიღებული აქვს დიპლომები და სიგელები. მისი ნამუშევარი შატილი სწორედ ერთ–ერთი ასეთი შეჯიბრის შემდეგ შეიქმნა. ირაკლი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვია, მეცადინეობს პედაგოგ გ.არიშვილის სახელოსნოში, ეუფლება ფერწერასა და ქანდაკებას, მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში. მისი ნამუშევრები აღნიშნულია დიპლომებითა და სიგელებით.
