Tuesday, June 28, 2011

ირაკლი ბაზაძე
შატილი; Shatili
    ირაკლი ბაზაძე SOS ბავშვთა სოფელ ქუთაისში 8 წელია ცხოვრობს.
       სახვით ხელოვნებასთან ერთად ირაკლი ბაზაძე დაინტერესებულია ალპინიზმით. ის ვარჯიშობს კლდეზე ცოცვის  სპორტულ კლუბში, მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა დონის შეჯიბრებში, მიღებული აქვს დიპლომები და სიგელები. მისი ნამუშევარი შატილი სწორედ ერთ–ერთი ასეთი შეჯიბრის შემდეგ შეიქმნა. ირაკლი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვია,  მეცადინეობს პედაგოგ გ.არიშვილის სახელოსნოში, ეუფლება ფერწერასა და ქანდაკებას, მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში. მისი ნამუშევრები აღნიშნულია დიპლომებითა და სიგელებით.
      2009 წლიდან ირაკლი დაინტერესდა ქანდაკებით. თავდაპირველად დაეუფლა თიხაზე მუშაობას. ამზადებდა სხვადასხვა ნაკეთობებს ბავშვთა სოფლში, ხოლო შემდეგ კი მუშაობა დაიწყო მხატვრის სახელოსნოში. პედაგოგის შეფასებით ირაკლის აქვს ფორმისა და მოცულობის უნიკალური შეგრძნება, მხატვრული ხედვა და აზროვნება – თუ ირაკლი სიბეჯითეს გამოიჩენს შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს ხელოვნებაში, კერძოდ კი ქანდაკებაში  – მიაჩნია სახვითი ხელოვნების პედაგოგს ბატონ გოჩა არიშვილს.